პრესა

"წითელი ჯგუფის" ლიდერების შეხვედრის მნიშვნელობაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ - სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" არა მხოლოდ 3 ქულის ბედი წყდებოდა, არამედ ისიც, საჩემპიონო პლეი ოფში ვინ იბრძოლებდა. აქედან გამომდინარეობდა სასტარტო მღელვარება და სიფრთხილე, რომელსაც მეტოქეები მატჩის დასაწყისში იჩენდნენ. 

პირველ ტაიმში ბათუმის "დინამომ" უფრო ორგანიზებულად ითამაშა, კარი "მშრალად" შეინახა და ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნაც მოახერხა: ლევან გეგეჭკორის ფლანგური გადაცემისას, ნიკა კვანტალიანი მეკარის საჯარიმოში მეურვისგან გათავისუფლდა და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ნახევარში ბათუმელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ: ერთი მიზეზი ის იყო, რომ მასპინძლებს ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩნენ, ხოლო მეორე - დავით კვირკველიას ტრავმა გახლდათ, რის გამოც სტუმართა ერთ-ერთი ლიდერი შეცვალეს კიდეც.

"სამტრედია" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, შეტევებს აძლიერებდა და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა: მაგრამ ბათუმელებს აშკარად უმართლებდათ - მათი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი დამაჯერებლად თამაშობდა. 

მაგალითად, ბაჩანა არაბულის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და "დინამო" გადარჩა. მალე ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოში ბურთს ცერი მიარტყა, მაგრამ მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა. იგივე განმეორდა დავით რაჟამაშვილის შეტევის დროსაც - ბურთს ისევ ბათუმელთა მეკარე გადაეღობა. 

მაგრამ "სამტრედიის" მორიგი შეტევის წინააღმდეგ ტიმოფეევიც უძლური აღმოჩნდა: საგოლე იერიში მასპინძელთა ძალიან სწრაფ კომბინაციას მოჰყვა - რაჟამაშვილმა არაბულს გაუგრძელა პასი, მან კი პენალტის ნიშნულთან ზივზივაძე მოძებნა და მასპინძელთა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა - 1:1.

"სამტრედია" ამის შემდეგაც უტევდა, რეალური საგოლე მომენტი შეცვლაზე შესულმა დავით ჯიქიამაც შექმნა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. 


ფრე სტუმრებს უფრო აძლევთ ხელს, რადგან სამტრედიელებს შინ მხოლოდ გამარჯვება და კონკურენტთან უპირატესობის გაზრდა დააკმაყოფილებდათ, რაც ამჯერად ვერ მოახერხეს. 

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. წითელი ჯგუფი
02.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 0:1 კვანტალიანი (40. გეგეჭკორის პასით), 1:1 ზივზივაძე (60. არაბულის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი (58. მჭედლიშვილი), გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, არაბული, გამყრელიძე (81. ცნობილაძე), ზივზივაძე (77. ჯიქია).
სათადარიგოები: მეშველიანი, იმედაშვილი, ახალაძე, მარკოზაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტრიძე, კვირკველია (71. მგელაძე), სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, გეგეჭკორი, ქავთარაძე (81. თევდორაძე), კვანტალიანი (59. გორელიშვილი), ლობჟანიძე.
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, მარიანოვიჩი 
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მომტევნო ტური
თეთრი ჯგუფი
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

წითელი ჯგუფი
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ.დვალი (ცხინვალი) 7
ს.ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ.შონია (დინამო ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

SportAll.ge

c ae84a3684b4ee391a87932ef686380ec 1474889478174631 0

ბათუმის “დინამო” კარგ სეზონს ატარებს, გუნდს პირველი წრის შემდეგ 3 ფრე და 3 მოგება აქვს, ჯერ ერთი მარცხიც კი არ განუცდია. ბათუმელები თავიანთ ჯგუფში მხოლოდ “სამტრედიას” ჩამორჩებიან. ლევან ხომერიკის გუნდს ნამდვილად არ ულხინს, გუნდი ბათუმში ვერც ვარჯიშობს და ვერც თამაშობს. ეს კი, დაგვეთანხმებით, დიდი პრობლემაა.

გარდამავალი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორივე ჯგუფში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. შაბათ-კვირას პირველი წრის მატჩები დასრულდა და რადგან ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდები სტრატეგიული მიზნებიდან გამოდიოდნენ.

ასე იყო ეს შეხვედრაც, სადაც "წითელი ჯგუფის" ორი მოწინავე გუნდი ხვდებოდა. ბათუმელებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და აშკარა იყო, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გასვლაზე ქულაზე უარს არ იტყოდნენ.

თავის მხრივ, "საბურთალოს" აქტიური თამაში ბათუმელებს შეტევების განვითარების საშუალებას არ აძლევდა. მათ შორის არ ჩანდა მოთამაშე, რომელიც ყოჩობას იკისრებდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ლიდერებისგან გაცილებით თამამ და აგრესიულ ფეხბურთს ველოდით. მაგრამ ახალგაზრდული "საბურთალო" უფრო აგრესიული და შემტევი იყო.

პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა. ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა, მაგრამ მეტოქეებს მოსაგებად რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. საბურთალოელებს საჯარიმოში შესვლა უჭირდათ. თუმცა ტაიმის შუაში ესპანელმა ლეგიონერმა გონსალეს ვაგნერმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და კარში ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბათუმელთა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ბათუმელთა საპასუხო შეტევას კი ლევან გეგეჭკორი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული ბექა ქურდაძემ მოიგერია. 

მასპინძელთა ლამის ყველა შეტევას გიორგი ხარაიშვილი იწყებდა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ნოდარ იაშვილს გაუთამაშა ბურთი და კარში დაარტყა, მაგრამ უკრაინელმა მეკარემ, რომელიც ამ დღეს შეუდარებელი იყო, ისევ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 

მეორე ნახევარში მეტოქეებმა ოდნავ მეტი მონდომება გამოავლინეს, ტემპსაც მოუმატეს და შეტევებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. 53-ე წუთზე ბათუმელებს ანგარიშის გახსნის ურეალურესი მომენტი ჰქონდათ. არჩილ ტვლდიანის ფლანგური გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა თემურ შონია, რომელსაც დარტყმის მომენტში ცენტრალური მცველი კარასკო გადაეღობა და 

 

გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. 

67-ე წუთზე კი გოლს უკვე სტუმრები გადაურჩნენ - "საბურთალომ" სწრაფი კონტრშეტევის წამოწყება მოახერხა, გარსია პენამ შეტევა იაშვილს გაუგრძელა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა და ახლო მანძილიდან თავური ხარაიშვილმა დასცხო, მაგრამ ტიმოფეევი ისეთ "ტალღაზე" იყო, ამ ეპიზოდშიც გასაოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდს ისევ მხსნელად მოევლინა.

ხელსაყრელი მომენტი მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შექმნეს, როცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა გიორგი ფანცულაიას მიეცა, მაგრამ ბურთის "მოჭრა" ვერ მოახერხა, მიზანს ააცილა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური. წითელი ჯგუფი
24.09. თბილისი. მიხეილ მესხი
საბურთალო-დინამო (ბთ) 0:0
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი (76. მამუჩაშვილი), ელვინ ტერა, სანტიაგო ხარა (69. ფანცულაია), ხარაიშვილი, გონსალეს ვაგნერი (87. ბუხაიძე), პენა.
სათადარიგოები: გოშაძე, სოფრომაძე, რუხაძე, ნადარაია
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, დ. კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, თ. შონია, მარიანოვიჩი (62. კვანტალიანი), ფონიავა (87. თევდორაძე), გეგეჭკორი (80. ჭკუასელი), ე. ლობჯანიძე.
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ვარშანიძე, ქავთარაძე, ქორიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (23), მარიანოვიჩი (25), ხარაიშვილი (69), კარასკო (90), თევდორაძე (90+2)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

VIII ტური. თეთრი ჯგუფი
1 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ჩიხურა
შუქურა-ტორპედო
ცხინვალი-გურია
ლოკომოტივი ისვენებს.

წითელი ჯგუფი
2 ოქტომბერი
საბურთალო-სიონი
სამტრედია-დინამო (ბთ)
კოლხეთი-ზუგდიდი
დილა ისვენებს

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 სტუმრები: "დინამო" ბათუმის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი, მწვრთნელი ივანე მახარაძე და გუნდის კაპიტანი თეიმურაზ შონია.

43 წლის ლევან ხომერიკმა დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა წარმატებით დაიწყო - მისი გაწვრთნილი ბათუმის "დინამო" გარდამავალი ჩემპიონატის სტარტზე ჩინებულად გამოიყურება და "წითელ ჯგუფს" 10 ქულით ლიდერობს.

ბათუმელთან მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუ გუნდზე, მის პრობლემებსა და მომავალზე გვქონდა გათვალისწინებული. მაგრამ ლევან ხომერიკი მხოლოდ ლოკალური თემით არ შემოიფარგლა და სატკივარი გულწრფელად და ღიად დააფიქსირა...

 

ბათუმის "დინამომ" გარდამავალი ჩემპიონატი ჩინებულად დაიწყო. ლევან ხომერიკის გუნდმა ფრედ (1:1) მხოლოდ "სამტრედიასთან", პირველ საშინაო შეხვედრაში ითამაშა, მერე ფოთის "კოლხეთს" სტუმრად 5:0 მოუგო, მესამე ტურში კი გასული სეზონის მესამეადგილოსან გორის "დილას" ქობულეთში 3:1 სძლია და "წითელ შვიდეულს" 7 ქულით სათავეში ჩაუდგა.

скачанные файлы

ევროპის ლიგის მონაწილე სხვა ქართული კლუბების მსგავსად, პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა ბათუმის დინამოც, რომელმაც კვიპროსული ომონიას ბარიერი ვერ გადალახა. გუშინ ბათუმელთა ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილს  გავესაუბრეთ.  

aslanბათუმის "დინამოს" ევროპის ლიგაზე (უეფას თასზე) ისე დაებედა, რომ ამ ტურნირში მისი კაპიტნები მახარაძეები არიან. 90-იან წლებში, გუნდი სამკლავურით მოედანზე მალხაზ მახარაძეს გაჰყავდა, ახლა კი ეს მის შვილს, ბექა მახარაძეს მოუწევს.

dinamo batumi team 2015 0504545

25 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბათუმის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

i cbaddd23acc6e6539a77e9054504c078 1429428532025500 0ტურის ცენტრალურ მატჩად მიჩნეულმა ზუგდიდ-ბათუმის დაპირისპირებამ მოლოდინი სრულად გაამართლა და „ბაიას“ ბაზაზე შეკრებილმა ქომაგებმა ნამდვილი ბრძოლა იხილეს. ზუგდიდმა ლიდერთან 2:1 მოიგო.

fan
FB
yt
შემდეგი მატჩი
ბოლო მატჩი
წითელი ჯგუფი
რა პოზიციაზე ვსაჭიროებთ გაძლიერებას
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: