სიახლეები

„სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ“

3a13bc38723aფოთის „კოლხეთთან“ გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ბადრი ტეტუნაშვილია. უმაღლეს ლიგაში გატანილი პირველი ბურთი და გუნდის პირველი სამი ქულა - დინამოელი მცველის მატჩისშემდგომი კომენტარი
- პირველი წაგებული მატჩის შემდეგ ფოთის „კოლხეთთან“ აუცილებლად უნდა მოგვეგო, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მადლობა ბიჭებს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და სამი ქულაც დამსახურებულად მოვიპოვეთ.


- რაც შეეხება შენ მიერ გამარჯვების მომტან გოლს ...
- ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ასეთი მნიშვნელობის გოლს გაიტან და რაც მთავარია - გამარჯვების მომტანს.
- მომდევნო შეხვედრას საქართველოს თასის გათამაშებაში „ჭიათურასთან“ გამართავთ.
- შემიძლია გითხრათ, რომ ჭიათურის გუნდს კარგად ვიცნობთ. პირველ ლიგაში ჭიათურის გუნდი ჩვენს ზონაში მოხვდა და ორივე მატჩში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ვერ გეტყვით თუ რა მდგომარეობაში ხვდება ჭიათურა საქართველოს თასის გათამაშებას და პირველი ლიგის სტარტს, თუმცა პირველი მატჩი ჩვენს მოედანზე იმართება და ფავორიტებიც ჩვენ ვართ.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search