სიახლეები

„დინამო“ რუსთავში დამარცხდა

1890483 1512631238949671 3856005647576646491 oმეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (7), 1:1 შონია (8), 2:1 ცნობილაძე (66)
9 აგვისტო. რუსთავი, სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), კოტე ხიზანეიშვილი, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ნარიმანიძე (გიორგი კილასონია, 40), ექვთიმიშვილი, ქავთარაძე, კაკაშვილი (ქიტეიშვილი, 57), ვასაძე, ცნობილაძე, სიხარულიძე (ტორონჯაძე, 59), ხაბელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

დინამო: ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, მაკარიანი, სუხიაშვილი, ვარშანიძე (თევდორაძე, 84), შონია, მახარაძე (კ), ბერიაშვილი (ტატანაშვილი, 46), ჩირიკაშვილი, კაკალაძე (ამირან მუჯირი, 46).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.
გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (28), სიხარულიძე (45), ცნობილაძე (82)
მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

შაბათს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება დაიწყო. ბათუმის „დინამო“ რუსთავში, ადგილბრივ „მეტალურგთან“ 1 – 2 დამარცხდა.
შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო - ყოფილმა „დინამოელმა“ ირაკლი სიხარულიძემ მატჩის მეშვიდე წუთზე დააწინაურა მასპინძლები. მარჯვენა ფლანგიდან ქავთარაძის გაკეთებული გამჭოლი გადაცემა რუსთაველთა თავდამსხმელს მიუვიდა, მას კი ბურთის კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია 1 – 0.
„დინამოელები“ არ დაბნეულან და ანგარიში თითქმის ორ წუთში გაათანაბრეს. რუსთაველთა ცენტრალურ ზონაში არეულობით შონიამ ისარგებლა და ბედიაშვილთან პირისპირ დარჩენილმა მატჩში წონასწორობა აღადგინა. გატანილი გოლის შემდეგ ბათუმელებს დაწინაურებაც შეეძლოთ - ჩირიკაშვილი ერთი-ერთზე გავიდა თუმცა ამ უკანასკნელს ბედიაშვილმა აჯობა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ვასაძის გადაცემის შემდეგ, სიხარულიძემ „დინამოელთა“ კარი აიღო, თუმცა მთავარმა მსაჯმა გვერდით არბიტრთან კონსულტაციის შემდეგ მასპინძელთა ფორვარდზე ხელით თამაში დააფიქსირა. სიხარულიძემ ყვითელი ბარათი მიიღო. მთავარი მსაჯის ამ გადაწყვეტილებით გაბრაზებული რუსთაველებმა მოედანზე ჩოჩქოლი ატეხეს, თუმცა პირველი ტაიმი მალევე დასრულდა.
მეორე ტაიმი „დინამომ“ ცვლილებებით დაიწყო. კაკალაძის ნაცვლად მოედანზე მუჯირი, ხოლო ბერიაშვილის ნაცვლად ტატანაშვილი შემოვიდა.
მატჩის 61-ე წუთზე, მუჯირის გრძელი გადაცემა მარჯვენა ფლანგზე ჩირიკაშვილმა მიიღო, რომელმაც ჯერ კილასონია ჩამოიტოვა, შემდეგ კი ბედიაშვილს ახლო კუთხეში დაურტყა - მასპინძლები გვერდითა ძელმა იხსნა.
შეხვედრის 66-ე წუთზე რუსთაველებმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს. სტანდარტულიდან ჩამოწოდებული ბურთი ცნობილაძეს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით გაისწორა და შემოტრიალებით აუღებელი დაურტყა ალავიძეს.

ასლან ბალაძე: “უკმაყოფილი ვარ, ამიტომაც მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. გვქონდა შეცდომები და ცვლილებების დროსაც ვიჩქარეთ. რა თქმა უნდა თამაშის ხარისხიც ისეთი არ გამოგვივიდა, როგორის სურვილიც გვქონდა. გუნდს შეთამაშება აკლია. ბერიაშვილი, ტატანაშვილი და კაკალაძე გვიან შემოგვიერთდნენ. ვეცდებით ხარვეზები გამოვასწოროთ. ამ გუნდს შეუძლია შედეგიანი ფეხბურთი აჩვენოს. სამწუხაროდ, ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორიც უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებმა არ უნდა დაუშვან. ვულოცავ ჩემს კოლეგას გამარჯვებას, მაგრამ შეგვეძლოა ეს თამაში არ წაგვეგო”.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search