სიახლეები

„დინამო“ 1 - 0 „დენიზლი“

თურქულ შეკრებაზე ბათუმურმა კლუბმა მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად დინამოელებს თურქული პირველი ლიგის წარმომადგენელი „დენიზლისპორი“ დაუპირისპიდა. შეხვედრა, რომელიც ბათუმური კლუბის უპირატესობით წარიმართა, „დინამოს“ გამარჯვებით 1 – 0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, ქათამაძის გადაცემით თემურ შონიამ გაიტანა.

გოლი: შონია (81 წთ.)
დინამო - ალავიძე, ქორიძე, მგელაძე(გავაშელიშვილი 46 წთ.), მახარაძე (ქათამაძე 60 წთ.), სუხიაშვილი (პაჭკორია 60 წთ.) - შონია, გოგიტიძე (გოგიტიძე 65 წთ.), თევდორაძე (მუჯირი 46 წთ.), ჩირიკაშვილი - კაკალაძე (კაკალაძე 46 წთ.), ბერიაშვილი (ზივზივაძე 46 წთ.).

შემდეგ მატჩს დინამო 28 ივლისს, თურქმენულ "აშხაბადთან" გამართავს.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search