საფეხბურთო კლუბი „პერსეპოლისი“ თეირიანში, 1963 წელს დაარსდა. 1968 წლიდან სპორტულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა, რომელშიც ფეხბურთთან ერთად სხვადასხვა სპორტის სახეობებია გაერთიანებული.
„წითლები“/“წითელი არმია“ ეს ირანული საფეხბურთო ფლაგმანის მეტსახელია. ირანის ცხრა გზის ჩემპიონი 2013-14 წლის სეზონზე ქვეყნის ჩემპიონს ორი ქულით ჩამორჩა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. მომავალ სეზონში „პერსეპოლისი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად 1991 წელს, აზიის თასების ბფლობელთა თასის მოგება ითვლება.
წლების განმავლობაში „პერსეპოლისში“ მეჰდი მაჰდავიკია, ალი კარიმი, კარიმ ბაგერი და ალი დაეი ასპარეზობდნენ. ირანული ფეხბურთის ლეგენდა ალი დაეი „წითლების“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2013 წლიდან მუშაობს.
თეირანულ კლუბში ერთადერთი ლეგიონერი, 38 წლის ბრაზილიელი მეკარე ნილსონ კორეაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე „პერსეპოლისის“ ოთხმა ფეხბურთელმა იასპარეზა, მათ შორის ჯალალ ჰოსეინმა (87 სანაკრებო მატჩი) და მეჰრად ფოლადიმ (23 სანაკრებო მატჩი) ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში მიიღეს მონაწილეობა. რეზა ჰაგიგი (8 ასნაკრებო მატჩი) არგენტინასთან შემოვიდა შეცვლაზე, ხოლო, ჰოსეინ მაჰინი (22 სანაკრებო მატჩი) მინდორზე არ გამოჩენილა.
