სიახლეები

„დინამო“ თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება

9005c8a6256b16 ივლისს, ბათუმის „დინამო“ თურქულ კურორტ კარტეპეში გაემგზავრება. დინამოელები მომავალი სეზონისთვის ორ კვირიან მზადებას სტამბოლის მახლობლად გაივლიან. ცნობილია ჩვენი გუნდის პირველი მეტოქეც - 18 ივლისს დინამოელები ირანულ „პერსეპოლისს“ დაუპირისპირდებიან. 2013-14 წლის სეზონზე ირანული კლუბი ქვეყნის ჩემპიონს ორი ქულით ჩამორჩა და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.


ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: ალავიძე, ტაკიძე; მცველები: სუხიაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე, ჩუენსუ, ქორიძე, გავაშელიშვილი, ქათამაძე და მაკარიანი; ნახევარმცველები: ვარშანიძე, გოგიტიძე, მახარაძე, შონია, მუჯირი, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, პაჭკორია, დიასამიძე და აშბა; თავდასხმა: აბუსელიძე, ბერიაშვილი, ზივზივაძე და კაკალაძე.
ბექა ჭკუასელი თურქულ შეკრებას საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა ინდივიდუალური გრაფიკით, დუბლებთან გააგრძელებს სეზონისთის მზადებას. ჭკუასელი ძირითად გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search