სიახლეები

გარდაიცვალა ვალერიან ჩხარტიშვილი

55433a4ffe88f160eb7aa2497c675b31ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მთავარი მწვრთნელი, ვალერიან ჩხარტიშვილი გარდაიცვალა.
საფეხბურთო კლუბი „დინამო“ მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ვალერიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.

ვალერიან ჩხარტიშვილი 10 წელი (1974-1975; 1981-1988; 1994-1996 და 2003-2004 წლებში) ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

საფეხბურთო კარიერა ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. 1970 წელს საკავშირო პირველობებში, 11 გატანილი გოლით წლის საუკეთესო ბომბარდი გახდა.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search