სიახლეები

ბათუმის „დინამოს“ განცხადება

9005c8a6256bსაფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს და მზადაა ურთიერთობისთვის „დინამოს“ ნებისმიერ გულშემატკივართან. კლუბის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „დინამომ“ მოიპოვოს ეროვნული ლიცენზია.


კიდევ ერთხელ გვინდა ავხსნათ დეტალურად, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ლიცენზირების საკითხთან დაკავშირებით:
სააპელაციო ორგანომ არ მიიჩნია საკმარისად 1 370 000 ლარიანი საგარანტიო წერილი და ტექნიკურ სპონსორთან ხელშეკრულების ასლი და საბანკო ამონაწერი მოითხოვა, რასაც დათქმულ ვადაში, 22 მაისამდე წარვადგენთ. საბუთების რელევანტურობის შემთხვევაში სააპელაციო ორგანო რეკომენდაციით მიმართავს ტრიბუნალს, რომ ავტომატურად გასცეს ეროვნული ლიცენზია.
კლუბში ლიცენზირების პირობების მიხედვით მოთხოვნილი ყველა ასაკობრივი გუნდი ფუნქციონირებს (მოთხოვნაა ოთხი ასაკობრივი გუნდი, ფუნქციონირებს ცხრა), ლიცენზირების დებულების მიხედვით აუცილებელი რაოდენობის ლიცენზირებული მწვრთნელები ( მოთხოვნაა 4 "ა' კატეგორია, კლუბშია 7 "ა", ასევე 11 "ბ" ლიცენზიის მფლობელი). ასევე ამოქმედებულია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა.
კლუბი მთელი სეზონის განმავლობაში მტკიცედ იცავდა სპორტული სამართლიანობის, სუფთა ფეხბურთის პრინციპებს და დაიცავს მომავალშიც. იბრძოლებს და დაიცავს საკუთარ ღირსებას, როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ.
გვინდა კიდევ ერთხელ დაგამშვიდოთ და დაგაწმუნოთ - ბათუმის „დინამოს“ ყველა საჭირო საბუთი წესრიგში აქვს.

ს.კ "დინამო" ბათუმი

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search