სიახლეები

მატჩის წინ: დინამო - ტორპედო

11904746 1639937442885716 6175795280810814051 n

დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათასიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
47: +13 =8 -26, 53:79

IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან

ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი ("დინამო") და მისი კოლეგა გიორგი დარასელია ("ტორპედო") ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან

"
დინამომ" ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, "ტორპედოსგან" კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც "გახურებულა". 

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის "დინამოს" მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში შეწყდა.

გაზეთი "ლელო"

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search