ბოლნისის „სიონის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიერია მედინა მომავალი სეზონის განმავლობაში ბათუმის „დინამოში“ იასპარეზებს. პორტუგალიელმა 2014-15 წლების სეზონში ბოლნისელთა რიგებში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის „დინამოს“ კარში (სიონი 1 – 0 დინამო).
23 წლის ლუის ალბერტო ვიერია მედინა მადრიდის „ატლეტიკოს“ სკოლის აღზრდილია, გარდა ამისა ის პორტუგალიაში და ესპანეთში სხვადასხვა ლიგის გუნდებში ასპარესობდა.
