სიახლეები

პაპუნა ფონიავა - ვეცდები, რომ ნებისმიერ პოზიციაზე მაქსიმალურად დავიხარჯო

11012592 10207384784044698 4944276867886208021 nპაპუნა ფონიავა, ბათუმის „დინამოს“ ახალწვეულია - 21 წლის ნახევარმცველი მარტვილის “მერანის” აღზრდილია და პირველ გუნდში 2011-2012 წლების სეზონიდან გამოდიოდა. გასულ სეზონში მან მარტვილელთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. პაპუნა ფონიავას გუნდზე, თურქულ შეკრებასა და მოახლოვებულ ევროპის ლიგის მატჩებზე გავესაუბრეთ:

გუნდი

„დინამოში“ მოსვლამდე ვმეგობრობდი ბიჭებთან და ზოგიერთ მათგანს კარგად ვიცნობდი. ძალიან მესიამოვნა, რომ გუნდში მეგობრული ატმოსფერო დამხვდა, შესაბამისად, ადაპტაცია არ გამჭირვებია.

შეკრება

ვცდილობ რომ კარგ ფორმაში შევხვდე მოახლოვებულ ევროპის ლიგის მატჩებს და ამისთვის საუკეთესო პირობებია თურქეთში შექმნილი. მოედნის ცენტრში, საყრდენის პოზიციაზე ვთამაშობ თუმცა ერთ-ერთ შეხვედრაში მარჯვნივ მომიწია თამაში. ვეცდები, რომ ნებისმიერ პოზიციაზე მაქსიმალურად დავიხარჯო.

ევროპის ლიგა

ძლიერი მეტოქე გვერგო, თუმცა არც ჩვენ ვართ ხელწამოსაკრავი გუნდი. მეტოქეს, აუცილებლად ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ. მიუხედავად გამოცდილებისა არ ვფიქრობ, რომ კვიპროსული გუნდი გადაულახავი ბარიერია.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search