
დღეს ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. სტამბოლის მახლობლად, კარტეპეში ბათუმური კლუბი 10 დღეს დაჰყოფს და სამ ამხანაგურ მატჩს 21,24 და 27 ივნისს გამართავს.
21 ივნისს, "დინამო" სომხურ "ულისს" დაუპირისპირდება, 24 - ში რუმინულ "CSMS lasi" - ის ხოლო 27 ივნისს რუსულ "ამკარს". ბათუმის "დინამო" შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე.
მცველები: მახარაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი
ნახევარმცველები: შონია, ქავთარაძე, თედორაძე, ფონიავა, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კვანტალიანი, აშბა.
თავდამსხმელები: ბერიაშვილი, ტატანაშვილი, გაბედავა, აბუსელიძე
