სიახლეები

გამარჯვება უხერხულ მეტოქესთან

e92ca9627864ბათუმის „დინამოს“ წაუგებელი სერია მეოცე ტურშიც გაგრძელდა - ამჯერად ბათუმურმა კლუბმა უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 2 – 1 დაამაცხა.

მიუხედავად გამარჯვებისა, ბათუმელებმა მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე მოახერხეს. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა - ამირან მუჯირის გადაცემით გიორგი ქავთარაძემ ისარგებლა და დინამოელები მატჩის დებიუტშივე დააწინაურა.

გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ვიტელები ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას მოახერხეს მათ ანაგრიშის გათანაბრება, 55-ე წუთზე დინამოელთა კაპიტნის შეცდომით ლობჯანიძემ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. მიუხედავათ დინამოელთა სათამაშო უპირატესობისა ბათუმელთა გოლკიპერმა მიხეილ ალავიძემ მასპინძლები არაერთხელ გადაარჩინა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელები უფრო გააქტიურდნენ და დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს, რამაც შემდეგი 74-ე წუთზე გამოიღო- მარჯვენა ფლანგიდან ქავთარაძის ჩაწოდებას, საჯარიმოში გიორგი ბერიაშვილი გამოეხმაურა, დინამოელთა თავდამსხმელმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

„დინამო“ - "ვიტ ჯორჯია" 2:1

გოლები: ქავთარაძე (5) ლობჯანიძე (54) ბერიაშვილი (74)

დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, მუჯირი (კ) (ვარშანიძე 45), დიასამიძე (მაკარიანი 78), შონია, ქავთარაძე, ტატანაშვილი (აბუსელიძე 68) , ბერიაშვილი.

სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, თევდორაძე, ჭკუასელი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ვიტ-ჯორჯია: შეროზია, დანელია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, თათხაშვილი, დავლაშელიძე (ხვისტანი 83), მაისურაძე, გახარია, კახაბრიშვილი, საბაძე (კალაჯიშვილი 80), ლობჯანიძე (კუხალეიშვილი 74).

სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, იმნაძე, დადიანი.

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

გაფრთხილება: შეროზია (82) ბერიაშვილი (82)

არბიტრი - გოგა კიკაჩეიშვილი.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search