სიახლეები

დებიუტშივე გატანილი გოლი და ისტორიული გამარჯვება

7fc8588b618aბათუმელთათვის „იტორიული“ მატჩი პირველივე წუთზე გაშვებული ბურთით უნდა დაწყებულიყო, თუმცა უმეთვალყურეოდ დარჩენილმა საბანაძემ საოცარი მომენტი გაანიავა. დაახლოებით 4 მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.

ზუსთად ერთ წუთში ბათუმელთა შეტევის წამოყება ჭკუასელმა ითავა. მეორე წუთზე ჭკუასელზე თბილისელები დაჯარიმდნენ - სტანდარტული ჩირიკაშვილმა შეასრულა, საჯარიმოში შეჭრილმა გოგიტიძემ ორთაბრძოლაში ჩისკოს აჯობა და ბურთი თავით გაიტანა. ათიოდე წუთში მასპინძლებს ძრია დაუშავდათ, ხოლო ტაიმის ბოლოს სტუმრებს ჭკუასელის გამოცვლა მოუხდათ.

საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდში პირველი ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი 18 წლის ჭკუასელი იყო, რომლის თითოეული წამოწყებული ფლანგური შეტევა ან ჯარიმით ან სახიფათო დარტყმით სრულდებოდა.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, თბილისის „დინამოს“ შეტევები გაცილებით სახიფათო გამოდგა, ბათუმელებმა კი მეორე ნახევარი კონტრშეტევებზე ააგეს. მასპინძლები ბათუმის „დინამოს“ ორგანიზებულ დავცის ხასზთან და გოლკიპერთან ვერაფერს გახდნენ - სახიფათო მომენტები საჯარიმოს მისადგომებთან იქმნებოდა, თუმცა, რიგ მომეტებში ბათუმელთა დაცვა ანეიტრალებდა შეტევებს, საჭირო მომენტებში კი ალავიძე თამაშობდა კარგად.

ცალკე აღნიშვნის ღირსები ბათუმელი „პირატები“ არიან, რომლებიც მთელი მატჩის განვალობაში მხურვალედ ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს.

“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (ბათუმი) 0:1 (0:1)

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 1000 მაყურებელი

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხიზანიშვილი, თოთაძე, პაპავა, ცინცაძე, შერგელაშვილი, ძარია (ლობჟანიძე 13), პარუნაშვილი (კაკაბაძე 83), პაპუნაშვილი, ჩისკო (ჩირგაძე 60), საბანაძე.

მთ. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: სულიკო დავითაშვილი

დინამო (ბთ): ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე, ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (ვარშანიძე 46), თევდორაძე (თევდორაძე 65), ბერიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლი: 0:1 გოგიტიძე (3)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: მახარაძე (5), ჭკუასელი (26), თოთაძე (90)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search