“მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
ბათუმის "დინამო" "სამტრედიას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ჩელე არენაზე 25-26 ნოემბერს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 10-11 დეკემბერს გაიმართება.
რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს:
დილა - კოლხეთი (ფოთი)
სპარტაკი - საპოვნელა
ჩიხურა - ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია - სიონი
მერანი - ტორპედო
შუქურა - დინამო (თბილისი)
ზუგდიდი - მეტალურგი
