პირველი მატჩის ანგარიშიდან (5 - 0) გამომდინარე ჭიათურაში სათამაშოდ დინამოელები შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. ალავიძეს, გავაშელიშვილის, მახარაძეს, სუხიაშვილის, შონიას, მუჯირს, ტატანაშვილის და ბერიაშვილის სამტრედიელებთან მოახლოებული მატჩისთის დასვენების საშუალება მიეცათ. 5 – 0 შემდეგ, განმეორებითმა მატჩმა მხოლოდ ფორმალური სახეე მიიღო.
ჭიათურა 2 – 0 დინამო
დინამო: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მაკარიანი (ჭკუასელი, 72 წთ.), თევდორაძე, აშბა (დიასამიძე, 46 წთ.), გოგიტიძე, პაჭკორია, კაკალაძე, აბუსელიძე (ვარშანიძე, 80 წთ)
სათადარიგო: შოვნაძე.
ბათუმის “დინამოსთან“ ერთად 1/8 ფინალში “დილა”, “მეტალურგი”, “კოლხეთი”, “საპოვნელა”, “ზუგდიდი” “სამტრედია”, “სპარტაკი”, “ვიტ ჯორჯია”, “მერანი”, “ტორპედო” და “შუქურა” გავიდნენ. 1/8-ფინალში მათ ის ოთხი გუნდი დაემატება, რომლებმაც ზაფხულში ევროთასებზე ითამაშეს: თბილისის “დინამო”, “ზესტაფონი”, ბოლნისის “სიონი”, საჩხერის “ჩიხურა”. საქართველოს თასისი 1/8 მატჩების კენჭისყრა, უახლოე მომავალში გაიმართება.
