ბათუმის „დინამო“ ცხინვალის „სპარტაკთან“ 0 – 1 დამარცხდა. მიმდინარე ჩემპიონატში „დინამომ“ პირველი საშინაო მატჩი დათმო.
მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი სტუმრებმა მეთერთმეტე წუთზე გაიტანეს. საჯარიმოდან ამოტანილ ბურთს უმეურვეოდ დარჩენილი ჭაფოძე დახვდა და სტუმრები დააწინაურა. გატანილი ბურთის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ თუმცა შეხვედრის დასრულებმადე ანგარიში გაათანაბრება ვეღარ მოხერხდა. მოწოდების სიმაღლეზე ხან სტუმართა გოლკიპერი - ნადირაძე იყო, ხან მასპინძლები სცოდავდნენ, შიგადაშიგ კი შეხვედრის მთავარი არბიტრი ხორავა.
მომავალ მატჩს დინამოელები 27 სექტემბერს, ქუთაისში ადგილობრი „ტორპედოსთან“ გამართავენ.
ბათუმის "დინამო" 0 - 1 ცხინვალის "სპარტაკი"
გოლი: 0-1 ჭაფოძე ( 11. წთ.)
"დინამო" - ალავიძე, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი ( ჭკუასელი 46 წთ.), შონია, ვარშანიძე (ტატანაშვილი 46 წთ.), მუჯირი, მაკარიანი, ჩირიკაშვილი (კაკალაძე 79 წთ.), ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, პაჭკორია.
