ბათუმის „დინამომ“ ფოთში ადგილობრივი „კოლხეთი“ 3 – 0 დაამარცხა. ზღვისპირული დერბი, რომელიც ამხანაგურ ხასიათს ატარებდა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა.
დინამოელთაგან გოლები ტატანაშვილმა, აბუსელიძემ და დიასამიძემ გაიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმურმა კლუბმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა თუმცა გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ.
ამხანაგური მატჩი
"კოლხეთი 1913", ფოთი 0 – 3 "დინამო" ბათუმი
გოლები: 0 – 1 ტატანაშვილი (30 წთ.) 0 – 2 აბუსელიძე (83 წთ.) 0 – 3 დიასამიძე (89 წთ.)
დინამო: მამინაშვილი, ჩუენსუ, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, მუჯირი, ჭკუასელი, ბერიაშვილი, ტატანაშვილი.
მეორე ნახევარი: ალავიძე, მაკარიანი, მახარაძე, მგელაძე, ქორიძე, გოგიტიძე, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, კაკალაძე, აბუსელიძე
მომდევნო ამხანაგურ მატჩს „დინამო“ სტუმრად ზესტაფონში, 5 სექტემბერს გამართავს.
