გორში „ დილასთან“ გამარჯვების შემდეგ დინამოელები მომავალი მატჩებისთვის მზადებას 28 აგვისტოდან შეუდგნენ. ფეხბურთელებს დასვენების საშუალება სანაკრებო პაუზის გამო მოუხდათ, თუმცა 2 და 5 სექტემბერს დინამოელები ამხანაგურად ჯერ ფოთის „კოლხეთს“, შემდეგ კი „ზესტაფონს“ სტუმრად გაეჯიბრებიან.
როგორც უკვე გაცნობეთ სანაკრებო ბატალიების მოახლოებასთან დაკავშირებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას თხოვნით საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის IV ტურის მატჩები გადადებულია. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით აღნიშნული ტური 16 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ამ დღეისთვის დაგეგმილი თასის 1/16 ფინალის განმეორებითი მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამრიგად ბათუმის "დინამო" მარტვილის "მერანს" ჩელე არენაზე 16 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო „ ვიტ ჯორჯიას“- თან მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება.
