6 ტურში - 3 გამარჯვება და 3 ფრე, ბურთების შეფარდება 11 - 2 (+9) დინამოელებმა პირველი წრე წაუგებლად დაასრულეს.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მეექვსე ტურის შეხვედრა გატანილი ბურთების გარეშე, ფრედ დასრულდა.
საბურთალო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 0:0
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი, ხარაიშვილი, ჩაბრაძე, ხარა (ფანცულაია 68), ვაგნერი (ბუხაიძე 85), ელვინ ტერა, ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 76), გარსია პენია
დინამო: ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, სუხიაშვილი, კვირკველია, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა (თევდორაძე 85), გეგეჭკორი (ჭკუასელი 79), მარიანოვიჩი (კვანტალიანი 62), ელგუჯა ლობჯანიძე
გაფრთხილება: თარხნიშვილი (22), ხარაიშვილი (69), კარასკო (90), თევდორაძე (90+2)
მსაჯი: ლაშა სილაგავა
