სიახლეები

უიღბლო კვირა

14409287 10211065427858493 1646114643 n

18 და 19 სექტემბერს ჭაბუკთა და რეგიონალლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, განვლილი ტური წარუმატებელი გამოდგა ჩვენი გუნდებისთვის.
ჭაბუკთა ლიგაზე ახალგაზრდა დინამოელები ფოთის კოლხეთს სტუმრობდნენ, 15-წლამდელები 0:1, ხოლო 17-წლამდელები 0:2 დამარცხდნენ (საწყის სამ ტურში - სამი მარცხი). ვიიმედოვნებთ, რომ მომდევნო ტურიდან ძალებს მოიკრებენ ჩვენი ახალგაზრდები და უიღბლო სერიას დაასრულებენ.
მეორე ლიგაში კი დინამო-2 ქობულეთში ხულოს ხიხანთან დამარცხდა, არა და ყველაფერი სათავისოდ შეეძლოთ დაესრულებინათ. ქუთელიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ბექა ვარშანიძემ ააცილა კარს. ანგარიშს გახსნის კარგი შანსი ამჯერად მეკარესთან პირისპი დარჩენილმა ქუთელიამ ვერ გამოიყენა.  შეხვედრის დასასრულს კი დინამოელები დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომის გამო დაისაჯნენ 0:1.
დინამო-2 : შოვნაძე - ზაქარაძე, მგელაძე, ბაღდავაძე, ზოიძე - მუჯირი, ვარშანიძე, მამულაძე (თავდგირიძე), ქუთელია, ტროფიმოვი (ბლუაშვილი) - ჩაჩხუნაშვილი (ლორია)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search