დღეს, ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. დინამო ქობულეთში ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობდა, რომელსაც აქამდე სამივე მატჩი ჰქონდა მოგებული. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი.
პირველ ნახევარში ქუთაისელები ორჯერ ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ერთ მომენტში ლევან შოვნაძემ ითამაშა კარგად, მეორეში კი სტუმრებს სიზუსტემ უმტყუნათ. თავის მხრივ ბათუმელებს ჰქონდათ საუკეთესო შანსი - გიორგი ქუთელია შესანიშნავად შეიჭრა საჯარიმოში, მეტოქის მცველებს გვერდი აუარა და ერთი-ერთზე გასულმა კარს ააცილა. მეორე ტაიმში მომენტები ორჯერ ბერიძეს, შანთაძეს და მიქაძეს შეექმნათ, თუმცა უშედეგოდ. თავის მხრივ ძალზე სახიფათოდ უტევდნენ ტორპედოელებიც, მომენტებში სიზუსტემ უმტყუნათ, თავის მხრივ შოვნაძემ კიდევ ორჯერ ითამაშა დამაჯერებლად, ერთხელ კი ალეკო ცეცხლაძემ გამოიტანა კარის ხაზიდან კუთხურის შემდეგ.
საგოლე მომენტებით დახუნძლული მატჩი ფრედ - 0:0 დამთავრდა. ჩვენ გუნდს ოთხი ტურის შემდეგ ორი მოგება და ორი ფრე აქვს და ლიდერთა შორისაა. ცხრამეტწლამდელები მომდევნო ტურის მატჩს 22 სექტემბერს, გასვლაზე კიდევ ერთ ლიდერთან ს.კ. სამტრედიასთან გამართავენ.
დინამო U-19 - ლ.შოვნაძე - გ.უგრელიძე, გ.ფოთელიძე, ა.ცეცხლაძე, ნ.ზოიძე - გ.თავდგირიძე, მ.თებიძე (ზ.ბერიძე 58), გ.ქუთელია, რ.რუხაძე (თ.დევაძე 58), ს.შანთაძე - დ.ალეფირენკო (ლ.მიქაძე 72) სათადარიგოები: ლ.კონცელიძე, გ.აბუსელიძე, ვ.ცეცხლაძე, რ.შერვაშიძე
