
ბათუმის “დინამოს“ შეკრება დასასრულს უახლოვდება. ერზრუმში დინამოელებმა სამი ამხანაგური მატჩი უკვე გამართეს.
„დინამოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველს ბექა ჭკუასელს, მიმდინარე შეკრებისა და მოახლოვებული ჩემპიონატის შესახებ გავესაუბრეთ.
შეკრება:
თურქული შეკრება და მოახლოვებული სეზონისთვის მზადება დაგეგმილად მიმდინარეობს. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სპორტსმენმა მხოლოდ ვარჯიშზე და ფეხბურთზე იფიქროს. რა თქმა უნდა თავისუფალი დროც გვრჩება, რომელსაც მაქსიმალურად დასვენებისთვის, აღდგენისთვის ვიყენებთ.
შეკრებაზე სამი ამხანაგურ მატჩი უკვე გავმართეთ. პირველი მარცხის შემდგე, ფრე ვითამაშეთ, გუშინ კი პირველი წაგებული ტაიმის შემდეგ მატჩის შემობრუნება მოვახერხეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. გასულ მატჩებში ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა უფრო მეტის სურვილი მაქვს და საკუთარ თავთან მუშაობას კვლავ გავაგრძელებ.
ჩემპიონატი:
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფორმატის წყალობით უმაღლესი ლიგა კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ კარიერაში მხოლოდ მესამე სეზონს ვატარებ, ყოველთვის მაქსიმუმზე, ჩემპიონობაზე ვფიქრობ.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი მონდომებით სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
