
გიორგი გაბედავასა და „დინამო“ ბათუმის გზები სეზონის დასრულებისთანავე გაიყო. გიორგიმ „დინამოში“ 2015 – 16 წლების სეზონი გაატარა და ბათუმელთა ევროპულ ტურნირზე დაბრუნება გამარჯვების მომტანი გოლით აღნიშნა. 2015 წლის 2 ივლისი - კვიპროსულ „ომონიასთან“ გამარჯვება თითოეულ ბათუმელს და დინამოელს სამუდამოდ დაამახსოვრდება.
მადლობა „გაბე“, ჯანმრთელობასა და წარმატებულ საფეხბურთო კარიერას გისურვებთ.
დინამოელთა რიგებში გაბედავამ 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ს.კ. „დინამო“ ბათუმის ხელმძღვანელობა
