
დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართება. ბოლნისში, „თამაზ სტეფანიაზე“ „დინამო“ ბათუმი ადგილობრივ “სიონს“ დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ტრავმების გამო დღევანდელ შეხვედრაში დინამოს ქავთარაძე, გაბედავა, დიასამიძე და კვანტალიანი დააკლდებათ, ხოლო ნიკოლა კომაზეცი დისკვალიფიკაციცირებულია. ასევე დისკვალიფიკაციის გამო ბოლნისელებს - გოგობერიშვილი და გვალია დააკლდებათ.
სულ: 39 მატჩი
„დინამო“ ბთ.:15 მოგება, 10 ფრე, 14 მარცხი
ბურთებისშეფარდება: 46 გატანილი - 38 გაშვებული
გატანილი გოლები: პაატა მაჭუტაძე (5)
