23 თებერვალს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება. „ჩელე“ არენაზე „დინამო“ გასული წლის საქართველოს ჩემპიონს გორის „დილას“ უმასპინძლებს.
გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა, ფრედ 1 – 1 დასრულდა. დინამოელთაგან გოლი გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა. ხვალინდელ შეხვედრაში გორელებს დისკვალიფიცირებული ალან ბაგაევი დააკლდებათ.
ურთიერთშეხვედრები
სულ: 46 მატჩი
„დინამო“ ბთ.: 25 მოგება, 12 ფრე, 9 მარცხი
ბურთების შეფარდება: 69 გატანილი - 29 გაშვებული
ყველაზე მეტი გოლი: ლევან ხომერიკი (11)