სიახლეები

"დინამო" ბთ. (საქართველო) 1 –1 (1-0)"ირტიში" (ყაზახეთი)

irtish off„დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა. ბოლო, მეხუთე ამხანაგურ შეხვედრაში ბათუმური კლუბი ყაზახურ „ირტიშს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1 – 1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სახიფათო მომენტებით დახუნძლული მხოლოდ მეორე ტაიმი გამოდგა, თუმცა გოლის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხეს.

მატჩის 26 - ე წუთზე პავლოდარელთა კარი გიორგი ბერიაშვილმა აიღო. პირველი ნახევარი ბათუმელთა გამარჯვებით 1 - 0 დასრულდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მეორმოცე წუთზე დინამოელი კაშია შესაცვლელი გახდა - ყაზახი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდნენ.

შეხვედრის 64-ე წუთზე ირტიშელებმა ანგარიში გაათანაბრეს - მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დინამოელთა საჯარიმოში ჩაწოდებით და მაკასის თავური დარტყმით დაგვირგვინდა 1 – 1. შეხვედრის ბოლო წუთზე დინამოელებს გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლოთ - ხელსაყრელი პოზიციიდან ამირან ამუსელიძეს მიზანმა უმტყუნა. მატჩი ფრედ 1 – 1 დასრულდა.

ამრიგად, თურქულ შეკრებაზე „დინამომ“ 5 მატჩში 2 გამარჯვება იზეიმა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო ერთ მეტოქესთან დამარცხდა. ბურთების შეფარდება 4 – 5 თან.

"დინამო" ბთ. (საქართველო) 1- 1 "ირტიში" (ყაზახეთი)

გოლები: 1 – 0 ბერიაშვილი (26 წთ.) 1 – 1 მაკასი (64 წთ.)

დინამო: მამინაშვილი, ქორიძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი (ქათამაძე 71წთ.), შონია, კაშია (ვარშანიძე 40 წთ.), კავთარაძე, ფონიავა (დიასამიძე 46 წთ.), აბუსელიძე, ბერიაშვილი (ტეტუნაშვილი 46 წთ.).

© Copyright 2025 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search