სიახლეები

"დინამო" ბთ. (საქართველო) 0 - 3 "ზარია" (უკრაინა)

zor offგოლები: 0-1 ლიპარტია (2') 0-2 ზაგორულკო (4') 0-3 ტოტოვიცკი (თერთმეტმეტრიანი 18')

დინამო: ტაკიძე, ქორიძე, მიხაილოვიჩი (მგელაძე 46 წთ.), ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი (ტვილდიანი 46 წთ.), ვარშანიძე, გოგიტიძე (შონია 46 წთ.), დიასამიძე, ქავთარაძე, ფონიავა (ბერიაშვილი 46 წთ.), კომაზეცი.

დღეს, „დინამო“ ბათუმი თურქულ შეკრებაზე პირველად დამარცხდა. საწყის 18 წუთში მიღებული სამი ბურთიდან ერთ-ერთი ქართველი ლეგიონერის, ჯაბა ლიპარტიას ანგარიშზეა.

უკრაინულ გუნდს „დინამო“ გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა და საწყის ოთხ წუთში ორი უპასუხო გოლი მიიღო. მე - 18 წუთზე კი უკრაინელებმა მესამე ბურთი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს. საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმურმა კლუბმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუ კი პირველი ტაიმი უკრაინელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. დინამოელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან - ორჯერ კომაზეცს, დიასამიძეს და ბერიაშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search