სიახლეები

„დინამო“ ბათუმი (საქართველო) 2 – 1 „პაკში“ (უნგრეთი)

pakshi off

გოლები: 0:1 ბაინერი (12 წთ); 1:1 კომაზეცი (დიასამიძე33 წთ); 2:1 როდენბუჰერი (ავტ. გოლი 75 წთ.)

დინამო: ალავიძე (მამინაშვილი 46 )-ტვილდიანი (ქორიძე 46), გოგიტიძე, მიხაილოვიჩი (ტეტუნაშვილი46), სუხიაშვილი - შონია (ვარშანიძე 82), თევდორაძე(კაშია 46), ფონიავა, დიასამიძე (ქავთარაძე 46) - ბერიაშვილი (აბუსელიძე 46), კომაზეცი (ქათამაძე 85)

თურქულ შეკრებაზე „დინამომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებმა უნგრული „პაკში“ 2 – 1 დაამარცხეს.

შეხვედრაში პირველი გოლი პაკშელებმა გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი დინამოს რიგებში თავი სერბმა თავდამსხმელმა კომაზეცმა გამოიჩნა. ტაიმი 1 – 1 დასრულდა. შეხვედრაში მეორე გოლი კაშიას აქტიურობას მოჰყვა - უნგრელებმა საკუთარი კარი დალაშქრეს.

შემდეგ შეხვედრას დინამო 6 თებერვალს, პოლონურ „იაგელონიასთან“ გამართავს.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search