დღეს, „დინამო“ ბათუმი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს სლოვაკურ „პოდბერეზოვთან“ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
ბელეკში ჩასვლისთანავე ბათუმელები ორჯერად ვარჯიშებს შეუდგენ. დღევანდელი მატჩის მიუხედავად დინამოელებმა ერთი ვარჯიში უკვე გამართეს, საღამოს კი „პოდბერეზოვას“ ორი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან.
დღევანდელ შეხვედრაში „დინამოს“ ორი ფეხბურთელი დააკლდება - ბექა ვარშანიძე სიცხის გამო ძირითად გუნდს ზეგ შეუერთდება, ხოლო გიორგი გაბედავა ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს.
