დღეს, „დინამო“ ბათუმი ბელეკში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. ბათუმური კლუბი თურქეთში ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
შეკრებაზე „დინამო“ შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები:
მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, რომან ტაკიძე
მცველები:
ანზორ სუხიაშვილი, ბადრი ტეტუნაშვილი, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, არჩილ ტვილდიანი, ზურაბ ქათამაძე.
ნახევარმცველები:
თეიმურაზ შონია, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, გელა გოგიტიძე, პაპუნა ფონიავა, ნიკა დიასამიძე, ბექა ჭკუასელი, ბექა ვარშანიძე, ნიკა კვანტალიანი, გიორგი კაშია
ფორვარდები:
გიორგი ბერიაშვილი, გიორგი გაბედავა, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია.
გუნდს ანტალიაში ბოსნიელი მცველი მარკო მიხაილოვიჩი შეუერთდება. რაც შეეხება გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს - „დინამოს“ კაპიტანმა გუნდი იანვრის დასწყისში დატოვა და ოჯახური პრობლემების გამო თბილისის „ლოკომოტივში“ გადაბარგდა, ხოლო ლუის მედინა კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს.
მატჩების განრიგი
31 იანვარი - „პოდბრეზოვა“, სლოვაკეთი
3 თებერვალი - „პაკში“, უნგრეთი
6 თებერვალი (სავარაუდოთ) - „ბოტოშანი“, რუმინეთი
8 თებერვალი - „ზორია“, უკრაინა
9 თებერვალი - „ირტიში“ ყაზახეთი
