2016 წელს „დინამომ“ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ბათუმურმა კლუბმა ქობულეთში, ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1 – 0 დაამარცხა.
დინამოელებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარეს და უპირატესობის მიუხედავად ერთადერთი გოლის გატანა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს. ბათუმელთა რიგებში გაბედავას, მამინაშვილს, ტვილდიანს და მაქაცარიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. გაბედავას და მამინაშვილს მცირე ტრავმები აწუხებთ, მაქაცარიამ შეხვედრა პირადი პრობლემების გამო გამოტოვა, ხოლო ახალწვეული ტვილდიანი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. მორიგ ამხანაგურ შეხვედრას „დინამო“ 26 იანვარს, ქობულეთში, „სამტრედიასთან“ 12:00 საათზე გამართავს.
"დინამო" 1 - 0 "კოლხეთი" ფოთი
გოლი: ბერიაშვილი 66 წთ. (ქავთარაძის გადაცემით)
დინამო: (პირველინახევარი) ტაკიძე, ქათამაძე, აფხაზავა, გოგიტიძე, ქორიძე, შონია,ფონიავა, დიასამიძე, კაშია, აბუსელიძე, სირაბიძე.
დინამო: (მეორე ნახევარი) ალავიძე, ჯაბიაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე,სუხიაშვილი, თევდორაძე, ვარშანიძე, ჭკუასელი (კვანტალიანი), ქავთარაძე,გაბდოლინი, ბერიაშვილი.
კოლხეთი 1913: ძაგანია, კილასონია, გოგონაია, ჩაკვეტაძე, თ. კაკულია, ლ. კაკულია,სიჭინავა, გურეშიძე, გიგაური, თუხარელი, ნიქაბაძე.
