სიახლეები

ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი - დინამოს სეზონის ბოლომდე გაწვრთნიან

გუნდიდან, კონსტანტინ ფროლოვის წასვლის შემდეგ, ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი დინამოს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნიან.

"მე ძალიან კარგად ვიცი, გუნდი რა მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია. ასეთ დროს მთავარ მწვრთნელად მისვლა უდიდეს სირთულეებს უკავშირდება, მაგრამ ბათუმის "დინამო" ჩემთვის ოჯახია, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი. ახლა აწონ-დაწონის დრო არ არის. ვისაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს". - გაზეთი "ლელო".

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search