სიახლეები

კენედი უგოალა ნვანგანგა „დინამოელია“

Kennedy 1

ფინური „ინტერის“ ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი (გარემარბი), 26 წლის კენედი ნვანგანგა „დინამოელია“. ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე გაფორმდა.

კენედი ნვანგანგამ გასულ სეზონში, ფინურ „ინტერში“, 28 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 2011-12 წლის სეზონზე კენედიმ „გენკის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისთან“, ლევერკუზენის „ბაიერთან“ და „ვალენსიასთან“ წინააღმდეგ იასპარეზა. 2012-13 წლის სეზონზე ნვანგანგამ „გენკის“ შემადგენლობაში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
კენედი ნვანგანგა ფინეთის თასის (2009 წ.) და ბელგიის 2010-11 წლის ჩემპიონი და სუპერ თასის (2013-14 წ.) მფლობელია.
ბელგიის 2010-11 წლების სეზონის საჩემპიონო შეხვედრაში ლიეჟის „სტანდარტის“ კარში კენედი ნვანგანგას გატანილი გოლი „გენკისთვის“ საჩემპიონო (1:1) აღმოჩნდა.

კენედი უგოალა ნვანგანგა (ნიგერია)
დაბადების თარიღი - 1990 წლის 15 აგვისტო
პოზიცია: - შემტევი ნახევარმცველი (გარემარბი)
სიმაღლე: - 1.88 სმ.
საკლუბო კარიერა:
2009-10 და 2016 წ. - „ინტერი“ ტურკუ (ფინეთი) – 71 მატჩი და 13 გოლი
2010-13 და 2014 წ. – „გენკი“ (ბელგია) – 60 მატჩი და 4 გოლი
2012-13 წ. – „ბეერსხოტი“ (ბელგია) – 7 მატჩი
2013-14 წ. – „ვესტერლო“ (ბელგია) – 12 მატჩი 1 გოლი
2014-15 წ. – „რუზელარე“ (ბელგია) – 17 მატჩი 4 გოლი
ჩემპიონთა ლიგა:
9 მატჩი (5 ჯგუფურ ეტაპზე)
ევროპის ლიგა:
8 მატჩი

ვიდეო

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search