თურქულ შეკრებაზე "დინამო" ბათუმმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ბათუმელები უკრაინულ ჩერკასის "დნიპროს" დაუზავდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ჯოვინიომ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გორელიშვილმა, ქავთარაძემ და ფონიავამ (ძელი) ვერ გამოიყენეს. ტაიმის მიწურულს კი ფონიავაზე უხეშობისთვის მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა - თორნიკე თარხნიშვილი 1 : 0.
საერთოდაც უნდა ითქვას, რომ უკრაინელები ძალიან უხეშობდნენ. შეხვედრის 83 წუთზე კი მთავარ მსაჯს უკრაინელი ფეხბურთელის გაძევება მოუხდა, თუმცა წინასწარი შეთანხმების თანახმად, გუნდებმა შეხვედრა სრული შემადგენლობებით დაასრულეს.
მატჩის მეორე ნახევარი უკრიანელთა უპირატესობით წარიმართა და 62 წუთზე გატანილი გოლით დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 15 თებერვალს, ყაზახურ აკჟაიკთან გამართავს.
"დნიპრო" ჩერკასი (უკრაინა) 1 - 1 "დინამო" ბათუმი (საქართველო)
გოლი: 0 - 1 თარხნიშვილი (თერთმეტმეტრიანი 45') 1 - 1 კოვპაკი 62'
დინამო ბთ. : ტიმოფეევი, ტვილდიანი (ფარტენაძე 65'), კვირკველია, გოგიტიძე (მგელაძე 55'), სუხიაშვილი (ქორიძე 72'), თარხნიშვილი (ვარშანიძე 65'), შონია (ქუთელია 85'), ფონიავა(კვანტალიანი 46'), ქავთარაძე (ჭკუასელი 65'), ჯოვინიო (კეკუა 72'), გორელიშვილი (თევდორაძე 65')
