2017 წლის იანვრიდან, „დინამო“ ბათუმსა და აზარტული თამაშების სფეროში ერთ-ერთ ლიდერ კომპანია ევროპაბეთს შორის ერთწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა.
ევროპაბეთის მხარდაჭერით კლუბში არაერთი სიახლე იგეგმება, მათ შორის არის გუნდის ახალი მაისური, რომლითაც ბათუმის დინამო 2017 წლის სეზონზე იასპარეზებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაბეთი ასპონსორებს ქართველ სპორტსმენებს, ის არაერთ მასშტაბურ პროექტშია ჩართული და მომავალშიც აპირებს ქართული სპორტის განვითარებას და ხელშეწყობას.
