უზბეკეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 2 - 2 დასრულდა. მატჩის 69-ე წუთზე ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ნაკრებში დებიუტი, ისტორიული გოლით აღნიშნა.
დღემდე, ბათუმის "დინამოს" არც ერთ ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების მაისურით, არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩში გოლი არ გაუტანია.
საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე და დასკვნით სპარინგს 25 იანვარს, იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
უზბეკეთი - საქართველო 2:2
დუბაი, „სევენს სთედიუმი“
უზბეკეთი: ლობანოვი, ბიკმაევი (57’ მაშარიპოვი), ახმედოვი, ისკანდეროვი (90’ აშურმატოვი), სერგეევი, სოხიბოვი, ანდრეევი, შუკუროვი (80’ კუტიბაევი), ტუხტახუჯაევი, ხაშიმოვი, შამურადოვი
მთ. მწვრთნელი: სამველ ბაბაიანი
საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, ს. ლობჟანიძე (82’ ხარაიშვილი), არაბული (57’ პარუნაშვილი), ზივზივაძე, კიტეიშვილი (89’ პაპუნაშვილი), ტუღუში (70’ დვალიშვილი), შერგელაშვილი (89’ ტაბიძე), რეხვიაშვილი, შონია (83’ მამასახლისი)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: ჰამად ალი, მოჰამედ ალაჰმადი, საბეტ ალ-ალი, ხალილ ალმულა
გაფრთხილება: 22’ შუკუროვი, 63’ უ. ლობჟანიძე, 87’ ხარაიშვილი
გაძევება: 89' ახმედოვი
გოლები: 1:0 შამურადოვი (45), 1:1 შონია (69), 1:2 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შამურადოვი (78)
