სიახლეები

"\u10d6\u10d0\u10db\u10d7\u10e0\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e1\u10e2\u10d4\u10e0\u10e1\u10d8 2017"

GFFსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 13 იანვარს "ზამთრის მასტერსი 2017" დაიწყება, რომელშიც ბათუმის "დინამო" ჩაერთვება.

ტურნირი თბილისში, ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც პროლიგა 1-ის 9, პროლიგა 2-ის 5 და ასევე, ეროვნული ლიგა1-ის 2 გუნდი ითამაშებს. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შემდეგ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. ბოლოს კი ფინალური შეხვედრა შედგება და უძლიერესი გამოვლინდება.

A ჯგუფი: ტორპედო (ქუთაისი), დილა (გორი), გაგრა, შევარდენი-1906 (თბილისი)
B ჯგუფი: ჩიხურა (საჩხერე), საბურთალო (თბილისი), სიონი (ბოლნისი), მერანი (მარტვილი)
C ჯგუფი: დინამო (ბათუმი), კოლხეთი (ფოთი), ვიტ ჯორჯია (თბილისი), თელავი
D ჯგუფი: სამტრედია, დინამო (თბილისი), შუქურა (ქობულეთი), მეშახტე (ტყიბული)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search