სიახლეები

მარცხით დაწყებული პლეი ოფი

torpedo dinamoქუთაისში, "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე გამართულ პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ბათუმის "დინამო" ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა.

პირველ ტაიმში, სტუმრები ბაბუნაშვილის შესრულებული ზუსთი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში გუნდებმა თითო-თითო გოლი (ქიმაძე/შონია) გაცვალეს და შეხვედრა 2:1, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა 4 დეკემბერს, ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება.

ტორპედო - დინამო ბთ 2:1
გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (პენ) (28), 2:0 ქიმაძე (64), 2:1 შონია (72)
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე (58’ ფურცხვანიძე), ბაბუნაშვილი (73’ ნერგაძე), ტუღუში, ფალავანდიშვილი, კაპანაძე, საღრიშვილი (67’ ბენაშვილი)
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (85’ მარიანოვიჩი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე (46’ ფონიავა), გოგიტიძე, ვარშანიძე (46’ გორელიშვილი), ლობჯანიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე, ა. ბასლეჰლო, შ. ქუხილავა
გაფრთხილება: 19’ ტუღუში (ტორპედო), 28’ ვარშანიძე, 45’ თარხნიშვილი, 48’ ფონიავა (სამივე დინამო ბთ), 53’ ქიმაძე, 60’ ფურცხვანიძე, 70’ ფალავანდიშვილი (სამივე ტორპედო)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search