სიახლეები

სანამ ეროვნული ლიგა დაიწყება

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის დაწყებამდე 4 დღით ადრე დინამომ კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დინამოელებს გასული სეზონიდან კარგად ნაცნობი მეტოქე თბილისის მერანი იგივე "ნორჩი" დინამო ესტუმრათ. მატჩის მიმდინარეობაზე ბათუმურმა წვიმამ თავისი გავლენა იქონია, თუმცა თამაში საკმაოდ საინტერესო და დინამიური გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა დებიუტში, მე -3 წუთზე გოგა ფიფიას გოლით გახსნეს. გია გეგუჩაძემ მეორე ტაიმში შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვალა, ანგარიში სწორედ მოედანზე მეორე ტაიმში მოედანზე შემოსულმა გიორგი ილურიძემ გაათანაბრა, სამიოდე წუთში ნიკოლოზ საბანაძემ ბათუმელთა მიერ გათამაშებული იდეალური კომბინაცია ეფექტური გოლით დაასრულა. 2:1.  მალევე ანგარიში ისევ საყაიმო გახდა, როცა ბათუმელთა გოლკიპერი ოთო გოშაძე  გამოსვლაზე შეცდა და ნიქაბაძემ ცარიელ კარში გაიტანა. დარჩენლ დროში მომენტები ორივე კართან შეიქმნა თუმცა გოლები აღარ გასულა.

 

© Copyright 2019 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search