kol dinფოთელთა ტრაგიკომიკური სიტუაციის შესაფასებლად ამ მატჩის გამართვის ადგილიც იკმარებს: კოლხები ქობულეთის "ჩელე არენაზე" აჭარის გუნდს, ბათუმის "დინამოს" მასპინძლობდნენ.

გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო და ფოთელებს, მოგების შემთხვევაში, კონკურენტების ჩამოცილება შეეძლოთ. მაგრამ ამ ამოცანის შესრულებაში გელა სანაიას გუნდს ხელს უშლიდა არა მხოლოდ სხვაგან თამაში, არამედ ლიდერების არყოფნაც - დისკვალიფიცირებული თამაზ ჟიშკარიანისა და დავით ბოლქვაძის, აგრეთვე, ტრავმირებული ერიკ ოტიენო უმასა და გიორგი ჯანელიძის. ამიტომაც იყო, სანაიას რეზერვში მხოლოდ მეკარე და 3 მოთამაშე ჰყავდა. ბათუმელებს წინა ტურში გაძევებული გელა გოგიტიძე აკლდათ (3 მატჩი დაისვენებს), რომლის არყოფნაშიც ცენტრალური მცველის პოზიცია მირზა ფარტენაძემ დაიკავა. როგორც "ჩელე არენაზე" გამართული მატჩების უმრავლესობა, ამჯერადაც თამაშის ტემპი დაბალი იყო. თანაც, ახლა ტემპერატურამ რომ მოიმატა, გახურებულ საფართან გამკლავება არანაკლებ რთულია, ვიდრე - მეტოქესთან. უვარგისი საფარი კი მორიგი ტრავმის მიზეზი გახდა - გიორგი ქავთარაძე პირველი ტაიმის ბოლოს დაშავდა და შესაცვლელი გახდა. რთული აღმოჩნდა საკუთარ ემოციებთან გამკლავებაც: თამაში კორექტულად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წუთებში ორივე მხარეს ნერვებმა უმტყუნა. ძირითადად, ქართულ-ლეგიონერული კინკლაობა ვიხილეთ. სამჯერ ეპიზოდის გმირი მიკოლა კოვტალიუკი გახლდათ, რომელიც გუნდისთვის ბოლომდე, ზოგჯერ, დაუნდობლადაც კი იბრძოდა და ამით ბათუმელები განარისხა...საბოლოოდ, იაროსლავ კვასოვის გოლმა ბათუმელებს მიმდინარე სეზონში გასვლაზე მეორედ მოაგებინა.

 

კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 კვასოვი (25)
კოლხეთი: სიკაჩი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, ქებურია - შ. კერძევაძე, ლ. კაკულია (83. ლუკავა) - კორობკა (70. ა. კვარაცხელია), ენდელაძე (56. ბუხაიძე), დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგო: შერმადინი
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო: რ. ტაკიძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი - გ. ქავთარაძე (45+1. ჟოვინიო), თარხნიშვილი, შონია, თევდორაძე (58. ფონიავა) - კენედი, კვასოვი (66. კვანტალიანი).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, კვირკველია
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილებები: სიკაჩი (84), კოვტალიუკი (87), ტვილდიანი (87), ფონიავა (90+1)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

sportall.ge

fan
FB
yt
შემდეგი მატჩი
ბოლო მატჩი
წითელი ჯგუფი
რა პოზიციაზე ვსაჭიროებთ გაძლიერებას
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: