din lokoამ დღეს ბათუმელები დიდხანს ელოდნენ, ოღონდ სხვაგვარად - ბულვარში დანგრეული, მშვენიერი სტადიონის ნაცვლად მათთვის სტადიონი უნდა აეშენებინათ.

ახლა კი მორაგბეები რომ არა, არავინ უწყის, საკუთარ ქალაქში როდის ითამაშებდნენ. ასეა თუ ისე, ფეხბურთელები საკუთარ ქალაქში მაინც ხიზნების როლში დაბრუნდნენ. რადგან ტრიბუნები ცოტა მაყურებელს იტევს (სულ 500 ადგილია), რკინის ღობის მთელი პერიმეტრი ხალხით იყო გარშემორტყმული, ხოლო ვინც ადგილი იქაც ვერ ნახა, გვერდით მდებარე კიდევ ერთი სარაგბო სტადიონის ტრიბუნიდან, მიმდებარე შენობების სახურავებიდან და აივნებიდან ადევნებდნენ თამაშს თვალს.

ასე რომ, მოედნის ირგვლივ მონატრებული საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. გულშემატკივარი საყვარელ გუნდს ემოციურად და მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ფეხბურთელებზე არ ემოქმედა. მაყურებელი "დინამოსთვის" მე-12 მოთამაშედ იქცა. პლუს ამას, თამაში ხელოვნური განათების თანხლებით წარიმართა, რაც ფეხბურთს დამატებით ხიბლს მატებს. შეიძლება ვინმესთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის დეტალებია, რაც ფეხბურთს აკლია.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა "ლოკომოტივის" ფორვარდ ირაკლი სიხარულიძეს პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა და თამაშიც დაიწყო - თამაში, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის რეკლამად გამოდგებოდა.

გიორგი დევდარიანმა დროული რეაგირება შეძლო განვითარებულ მოვლენებზე და განლაგება პირველივე ტაიმში შეცვალა - მოედანზე მამია გავაშელიშვილი შეუშვა, ბოლოს კი ვატო არველაძესაც უხმო და მიზანსაც მიაღწია. გაიბრწყინა შეცვლაზე შესულმა ვატო არველაძემ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და ამ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა დიდ ფეხბურთში ადგილს იმკვიდრებს და სულ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.


დინამო(ბთ)-ლოკომოტივი 1:2
გოლები: 1:0 თევდორაძე (14), 1:1 სიხარულიძე (56. კიკნაძის პასით), 1:2 არველაძე (88)
დინამო (4-2-3-1): რ. ტაკიძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი - შონია, თარხნიშვილი - ფლამარიონი (29. კვანტალიანი), ვ. თევდორაძე (56. ფონიავა), კენედი (46. კვირკველია) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, გოგიტიძე, კეკუა, კვანტალიანი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - თომაშვილი, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა - ქავთარაძე, სამურკასოვი (35. გავაშელიშვილი), კომახიძე - კიკნაძე (61. არველაძე), დიასამიძე (81. არდაზიშვილი), სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ბუღრიძე, გაბაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: თარხნიშვილი (30), ქავთარაძე (50), თევდორაძე (66), კომახიძე (80), არველაძე (88)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

fan
FB
yt
შემდეგი მატჩი
ბოლო მატჩი
წითელი ჯგუფი
რა პოზიციაზე ვსაჭიროებთ გაძლიერებას
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: