derbyაჭარული დერბი ბათუმის დინამოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა. "დერბი დე ლა მანდარინად" წოდებული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით და სუხიაშვილის გატანილი ბურთით (მეორე წუთზე) დაიწყო. 33 წუთზე თავი კვასოვმა, ხოლო 44-ზე მგელაძემ გამოიჩნა. პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა. თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი შაშიაშვილის შეგირდებმა ბრძოლინურიანობა გამოავლინეს – ჩაგელიშვილმა პირველივე წუთზე, ხოლო მეორე ნახევარის შუაში მარსელინომ ორი გოლი გაქვითეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ბათუმელტა გამარჯვებით და უამრავი განიავებული მომენტებით დასრულდა.

ბათუმი, “რაგბი არენა”
“დინამო” (ბათუმი) – “შუქურა” 3:2
გოლები: 1:0 სუხიაშვილი (2), 2:0 კვასოვი (33), 3:0 მგელაძე (44), 3:1 ჩაგელიშვილი (46), 3:2 მარსელინიო (68)

“დინამო”: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, შონია, სუხიაშვილი, ჩოგაძე, გრიგალაშვილი (თევდორაძე 79), მგელაძე, არზიანი (ვარშანიძე 61), კვასოვი, კვანტალიანი (ფლამარიონი 87)
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
“შუქურა”: მილნიჩენკო, ჩადუნელი, ჩაგელიშვილი, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, მარსელინიო (გოგიაშვილი 84), გურული (თუხარელი 65), კახელიშვილი (შალამბერიძე 78), დასსე, გოგიტიძე, ჩაჩუა
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

გაფრთხილება: არზიანი (40), კვანტალიანი (50), ვარშანიძე (86) – კახელიშვილი (49)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

fan
FB
yt
შემდეგი მატჩი
ბოლო მატჩი
წითელი ჯგუფი
რა პოზიციაზე ვსაჭიროებთ გაძლიერებას
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
  • ხმა: (0%)
სულ ხმა:
პირველი ხმა:
ბოლო ხმა: