დინამო ბათუმის განცხადება


დინამო ბათუმის ნახევარმცველები, ნიკა დუმბაძე და დაჩი აბუსელიძე, კარიერას ბათუმის ვესტ ჯორჯიაში გააგრძელებენ.

კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ახალ კლუბში იჯარის წესით, მიმდინარე წლის ბოლომდე იასპარეზებენ.

ორივე მოთამაშე დინამო ბათუმის აკადემიის აღზრდილია და მათ პირველ გუნდში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს.

ნიკა დუმბაძე – მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2024 წელს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ნიკამ კლუბის მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.

დაჩი აბუსელიძე – დაჩის სადებიუტო შეხვედრაც საქართველოს თასს უკავშირდება – მან პირველად 2025 წელს, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ ითამაშა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე პირველ გუნდში ჩატარებული 32 მატჩია.

დინამო ბათუმი მადლობას უხდის ნიკას და დაჩის გაწეული შრომისთვის. თითოეულ მათგანს პროდუქტიულ სეზონს, სპორტულ განვითარებასა და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში!

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.