
საზაფხულო შეკრების დასკვნით მატჩში დინამო ბათუმი კვლავ ამედსპორს დაუპირისპირდა. შეხვედრა ამჯერად თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართულ პირველ ამხანაგურ თამაშში ანალოგიური ანგარიშით ბათუმელებმა იმარჯვეს.
ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა: ჩაწოდების შემდეგ შოტლანდიელმა დევიდ ბეითსმა შორეული ძელი ჩაკეტა და ბურთი ფაქტობრივად ცარიელ კარში გადაგზავნა. მეტოქემ მეორე გოლის გატანაც მალევე მოახერხა – 39-ე წუთზე ფურკან სოიალფმა ეფექტური შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმი 0-2 ამედსპორი
ერზრუმი
ძირითადი შემადგენლობა: ყალიჩავა, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, ჯაფარიძე, ვიტორი, კოხრეიძე, წულუკიძე, მანდრიჩენკო.
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, გეთიაშვილი, ტურიცოვი, კალანდარიშვილი, ალთუნაშვილი, ეთეშე, ხოზრევანიძე, ბარამიძე, მაურიდესი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
გოლები: 0:1 ბეითსი (34’), 0:2 სოიალფი (39’).
ამ შეხვედრით დინამო ბათუმმა თურქეთის ქალაქ ერზრუმში საზაფხულო შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი სამი დღე დაისვენებს, სეზონის განახლებისთვის მზადებას კი 20 ივლისიდან ბათუმში განაგრძობს.
