
დინამო ბათუმი ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპს თურქეთის ქალაქ ერზრუმში გადის. შეკრების ფარგლებში, ჩვენი გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ჩვენი სპარინგ-პარტნიორები თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენლები – ამედსპორი და რიზესპორი იქნებიან. ამედსპორი თურქეთის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა, ხოლო “რიზესპორი” უკვე წლებია, რაც თურქეთის საუკეთესო ლიგაში სტაბილურად ასპარეზობს.
ამხანაგური მატჩების განრიგი:
- 11 ივლისი: ამედსპორი – 17:00 სთ
- 15 ივლისი: რიზესპორი – 18:30 სთ
- 16 ივლისი: ამედსპორი – 16:00 სთ
გულშემატკივრებს სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა დინამო ბათუმის ოფიციალურ YouTube არხზე შეეძლებათ.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და უგულშემატკივრეთ გუნდს ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში!
