საზაფხულო შეკრება ერზრუმში

დინამო ბათუმი სეზონის განახლებამდე საზაფხულო შეკრებას თურქეთის სამთო კურორტ ერზრუმში გაივლის.

გუნდი ერზრუმში 5 ივლისს გაემგზავრა. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან; კონკრეტული მეტოქეების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა:

  • მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე
  • მცველები: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი, რეზი ჩიტეიშვილი, დირკ კარლსონი, ალიკა გეთიაშვილი, ივან ტურიცოვი
  • ნახევარმცველები: ლუკა წულუკიძე, უერდი მარა, არტემ მილჩენკო, გურამ ჯაფარიძე, თორნიკე კირკიტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ფუტკარაძე, ბექა ბარამიძე, გიორგი კოხრეიძე, ავაკა ეშეთე
  • თავდამსხმელები: დმიტრი მანდრიჩენკო, ლევან ხოზრევანიძე

გუნდს რამდენიმე ახალწვეული უშუალოდ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. მათ შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.

ერზრუმში საზაფხულო შეკრება 17 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც გუნდი სეზონის განახლებისთვის მზადებას ბათუმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ სეზონი საქართველოს თასის გათამაშებით განახლდება – 25 ივლისს ჩვენი გუნდი სტუმრად თბილისში ორბს დაუპირისპირდება.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.