
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენი სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით – 0-4 დასრულდა.
მატჩის სადებიუტო ნაწილში, 17-ე წუთზე იძულებითი ცვლილება განხორციელდა და პაულო ვიტორის ადგილი ლუკა წულუკიძემ დაიკავა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან მალევე გამოიჩინა თავი და იმავე 21-ე წუთზე ავაკე ეშეტეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. 36-ე წუთზე უერდი მარას პასით უკვე თავად ლუკა წულუკიძემ გაიტანა, ხოლო 40-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ დმიტრი მანდრიჩენკომ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მეორე ტაიმში, თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მატჩის მსვლელობას კვლავ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი აკონტროლებდა და 62-ე წუთზე მეტოქის კარში მეოთხე გოლიც გავიდა. საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად, უერდი მარამ გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სამგურალი 0-4 დინამო ბათუმი
წყალტუბო, საფეხბურთო ცენტრი
სამგურალი: სიუკაევი, პატარკაციშვილი, შერგელაშვილი, პაბულუ რიანი, ჯანჯღავა, ვინისიუს გაბრიელი (46′ კრასოვსკი), ბიძინაშვილი (46′ გილმორი), გაფრინდაშვილი (68′ გოგია), გეგეჭკორი, ჟან კარლოსი (46′ სებოლინია), სირაძე (68′ შათირიშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: ქასრაძე, ცეცხლაძე, იაშვილი, მარტინსი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ონიანი
დინამო ბათუმი: ყალიჩავა, ტურიცოვი, კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, ეშეტე (64′ მაურიდესი), კირკიტაძე (73′ კოხრეიძე), მარა (62′ იმრანი), მანდრიჩენკო (64′ მილჩენკო), ვიტორი (17′ წულუკიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, ზვიად ბლიაძე, დავით გოგოხია, დიმიტრი ლაგვილავა, გიორგი ყრუაშვილი, გიორგი ელიკაშვილი
ყვითელი ბარათი: ვინისიუს გაბრიელი (5′), ეშეტე (8′), კირკიტაძე (46′), კრასოვსკი (90′)
გოლები: 0-1 ეშეტე (21′), 0-2 წულუკიძე (36′), 0-3 მანდრიჩენკო (40′), 0-4 მარა (62′)
შემდეგ შეხვედრას დინამო ბათუმი კვლავ წყალტუბოში გამართავს. 21 აგვისტოს, ჩვენი მეტოქე ამჯერად ტყიბულის მეშახტე იქნება.
