
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გავიდა – თავი დმიტრი მანდრიჩენკომ გამოიჩინა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და მწვრთნელებმაც არაერთი ცვლილება განახორციელეს, ანგარიში აღარ შეცვლილა.
დინამო ბათუმი 1-0 თელავი
ბათუმი, ბათუმი არენა
დინამო ბათუმი: ყალიჩავა, მანდრიჩენკო (60′ მაურიდესი), ალთუნაშვლი (81′ მილჩენკო), მარა, კალანდარიშვილი (26′ ლაკვეხელიანი), წულუკიძე, კირკიტაძე (60′ ვიტორი), კობახიძე (კ), კარლსონი, ტურიცოვი, ჯაფარიძე (46′ ჯაფარიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ქაფიანიძე, იმრანი, ჩიტეიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
თელავი: ჩიკაშუა, მარაქველიძე (კ) (58′ ასამოა), გაბიტაშვილი, სალუქვაძე, იობაშვილი (46′ ნიქაბაძე), ჟივიძე (58′ სხირტლაძე), გოგოტიშვილი (83′ გალახვარიძე), დათუაშვილი, ბრაჟკო, პარკინაშვილი (74′ ანანიძე), ხარებაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: შევჩენკო, ჩხეტიანი, ივანიაძე, კუტალია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
მსაჯები: სანდრო ნონიკაშვილი, დავით ჩიგოგიძე, დავით გოგოხია, ირაკლი კვირიკაშვილი
ყვითელი ბარათი: 25′ კალანდარიშვილი, 70′ დათუაშვილი, 71′ სალუქვაძე
გოლი: 1-0 მანდრიჩენკო (45+2′)
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში დინამო ბათუმის მეტოქე ქუთაისის ტორპედო იქნება. შეხვედრა ქუთაისში 26 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
