საქართველოს თასი 2026 | ორბი 1-4 დინამო ბათუმი


საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე დინამო ბათუმი თბილისში, ილია კოკაიას სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ორბს დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით – 4-1 დასრულდა, რითაც მერვედფინალის საგზური მოვიპოვეთ.

მატჩში ანგარიში სწრაფად, უკვე მე-8 წუთზე გაიხსნა – ჩვენი გუნდი წინ პაულო ვიტორმა გაიყვანა, მან პენალტი შეასრულა ზუსტად და დინამოს ფორმით პირველი ოფიციალური გოლი მიითვალა. მატჩი კვლავ დინამოელთა შეტევებით გაგრძელდა და 28-ე წუთზე ვიტორმა დუბლი გაიფორმა, კვლავ პენალტით.

მეორე ნახევარში დინამოელებმა თამაშზე კონტროლი კიდევ უფრო გაზარდეს. 50-ე წუთზე უერდი მარამ სხვაობა სამამდე გაზარდა. მალევე, მეტოქემ პრესტიჟის გოლი გატანა მოახერხა, ახლოს დისტანციიდან შედეგიანი დარტყმა გიორგი აღდგომელაშვილმა შეასრულა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დაფიქსირდა, მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის ბომბარდირმა, დმიტრი მანდრიჩენკომ ეფექტური დარტყმით გაიტანა.

ორბი 1-4 დინამო ბათუმი

თბილისი, ილია კოკაია

დინამო ბათუმი: კუპატაძე, მილჩენკო (52′ კოხრეიძე), მანდრიჩენკო, მარა (52′ ფუტკარაძე), ვიტორი, ლაკვეხელიანი (67′ კალანდარიშვილი), ეშეთე (63′ ალთუნაშვილი), წულუკიძე, კობახიძე (კ), კარლსონი, ჩიტეიშვილი (63′ ტურიცოვი)

სათადარიგო შემადგენლობა: ყალიჩავა, გეთიაშვილი, კირკიტაძე, ბარამიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ორბი: უსენკო, რურუა, ბერიძე, კუპრეიშვილი, ლაბაძე (89′ ალთუნაშვილი), კერესელიძე (86′ ხარაიშვილი), მერკვილაძე (74′ ხორავა), აღდგომელაშვილი (კ), თორდია (46′ ქავთარაძე), გ. გურციევი (74′ დ. გურციევი), ტეფნაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯინჭარაძე, უიზერსი, კუპრეიშვილი, ავდალოვი

მთავარი მწვრთნელი: ბაკურ ბარბაქაძე

მსაჯები: დიმიტრი ლაგვილავა, ალექსანდრე მაკალათია, დავით გუჩუა, მამუკა სადილიანი

ყვითელი ბარათი: 27′ ლაბაძე, 32′ თორდია, 59′ კოხრეიძე, 79′ დ. გურციევი

გოლები: 0-1 ვიტორი (პენ.) (8′), 0-2 ვიტორი (პენ.) (28′), 0-3 მარა (50′), 1-3 აღდგომელაშვილი (54′) 1-4 მანდრიჩენკო (86′)

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვერდფინალურ ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქე თელავი იქნება. შეხვედრა 2 აგვისტოს 20:00 საათზე, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.